
სიმონეთის
ღვინის მარანი
მარნის შესახებ
მარანი დაარსებულია სოფელ სიმონეთის მეღვინეობის ბაზაზე, ორ განსხვავებულ მხარეში, კახეთსა და იმერეთში მდებარე მარნების ტანდემი, ამ ორი რეგიონის ჯიშებისა და ტრადიციების გაერთიანება, ქართულ ღვინოს ახალ სიცოცხლეს სძენს. მიგვაჩნია, რომ ღვინის ხარისხი ვენახში იწყება. ამიტომ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ვაზს, მის მოვლას, ნიადაგს, აგროტექნიკურ ღონისძიებებს. თავად მარანი, მცირე მასშტაბისაა და გამოირჩევა კახური და იმერული ჯიშებისგან პრემიუმ კლასის წყნარი და ცქრიალა ღვინოების წარმოებით.
ასე დაიბადა სიმონეთის ღვინის მარნის შექმნის იდეა. ორი მეღვინის საერთო ხედვითა და ორი განსხვავებული ტერუარით.
რჩეული ღვინოები
-
კალათაში დამატება საფერავი
30,00 ₾ -
კალათაში დამატება რქაწითელი
35,00 ₾ -
კალათაში დამატება ოცხანური საფერე
40,00 ₾
ჩვენი ვენახები
ორი ტერუარის განსხვავებული გამოხატულება
ჩვენი მეღვინეობა ორ განსხვავებულ ტერუარს ეყრდნობა კახეთისა და იმერეთის ვენახებს. განსხვავებული ნიადაგი, მიკროკლიმატი, რელიეფი და ვაზის ჯიშები თითოეულ რეგიონს საკუთარ, გამორჩეულ ხასიათს სძენს.
კახეთის კონტინენტური და შედარებით მშრალი კლიმატი, მზის ინტენსივობა და ნიადაგის თავისებურებები ყურძენს განსაკუთრებულ სტრუქტურასა და ხასიათს სძენს. იმერეთის უფრო ნოტიო და ზომიერი კლიმატი კი ღვინოს განსხვავებულ არომატულ პროფილს, ცოცხალ არომატებსა და დახვეწილ სტუქტურას ავითარებს.
ჩვენი ოსტატობა
ღვინის შექმნის გზა
ღვინის შექმნის თითოეულ ეტაპს ვენახის მოვლიდან და რთველიდან, ვინიფიკაციისა და დაძველების პროცესამდე სიზუსტითა და განსაკუთრებული ყურადღებით ვმართავთ. ჩვენი მიზანია, სრულად გამოვავლინოთ ყურძნის ჯიშური ხასიათი და ტერუარის თავისებურებები, რათა საბოლოოდ ღვინოში ჰარმონიულად გამოიკვეთოს მისი ინდივიდუალური სტილი, სისუფთავე, ბალანსი, სტრუქტურა და არომატული სიღრმე.
სწორედ ამიტომ, ვენახიდან რთვლამდე თითოეულ ეტაპს განსაკუთრებული ყურადღებითა და სიზუსტით ვუდგებით.
რას ამბობენ ჩვენი სტუმრები
გემო, რომლის გაზიარებაც ღირს
MUNDUS VINI 2026 - ოქროს მედალი
საერთაშორისო აღიარება
სიმონეთის მეღვინეობის საფერავმა საერთაშორისო ღვინის კონკურსზე MUNDUS VINI 2026 ოქროს მედალი მოიპოვა. ეს მნიშვნელოვანი ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ღვინის ხარისხს, გამორჩეულ ხასიათსა და იმ სტანდარტს, რომელსაც თითოეული ბოთლის შექმნისას ვიცავთ.
ჩვენთვის ეს წარმატება არა მხოლოდ დიდი პატივია, არამედ ჩვენი გუნდის შრომის, ტრადიციებისადმი ერთგულებისა და ქართული მეღვინეობის სიყვარულის საერთაშორისო აღიარებაც.





