კონფიდენციალურობის პოლიტიკა
Simoneti Winery (?)
ბოლო განახლება: 23 სექტემბერი, 2026
ეს პოლიტიკა განმარტავს, რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ, როდესაც სტუმრობთ simonetiwinery.ge-ს, რატომ ვაგროვებთ მას და როგორ ვიცავთ თქვენს მონაცემებს.
1. ვინ ვართ
Simoneti Winery მდებარეობს საქართველოში, ქვემო სიმონეთში. ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ:
- ელფოსტა: info@simonetiwinery.ge
- ტელეფონი: +995 599 599 599
- მისამართი: ქვემო სიმონეთი, საქართველო
თუ გაქვთ შეკითხვები ამ პოლიტიკასთან ან თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, ჩვენთან დასაკავშირებლად ზემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ.
2. რა ინფორმაციას ვაგროვებთ
ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას რამდენიმე გზით, იმის მიხედვით, თუ როგორ იყენებთ ჩვენს ვებსაიტს:
ინფორმაცია, რომელსაც თქვენ პირდაპირ გვაწვდით
- სახელი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და მიწოდების/ანგარიშსწორების მისამართი, როდესაც ახორციელებთ შეკვეთას ან ქმნით ანგარიშს
- გადახდის ინფორმაცია, როდესაც ახორციელებთ შესყიდვას (ინფორმაცია უსაფრთხოდ მუშავდება – იხილეთ მე-5 ნაწილი)
- ნებისმიერი ინფორმაცია ან შეტყობინება, რომელსაც გვიზიარებთ საკონტაქტო ფორმის საშუალებით ან პირდაპირი ელფოსტით
- ანგარიშის მონაცემები, თუ ჩვენს ვებსაიტზე რეგისტრირდებით
ავტომატურად შეგროვებული ინფორმაცია
- თქვენი IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ინფორმაცია და ზოგადი მდებარეობა
- თქვენ მიერ მონახულებული გვერდები, საიტზე გატარებული დრო და ვებსაიტზე გადაადგილების/ნავიგაციის მონაცემები
- ქუქი-ფაილები და მსგავსი ტექნოლოგიები (იხილეთ მე-4 ნაწილი)
თქვენს შეკვეთებთან დაკავშირებული ინფორმაცია
- შესყიდვების ისტორია, შეკვეთის ღირებულება და პროდუქტის არჩევანი, რათა შევძლოთ თქვენი შეკვეთების დამუშავება და შესრულება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა
3. როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას
ჩვენ მიერ შეგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ:
- ღვინის შეკვეთების დასამუშავებლად და მოსაწოდებლად
- თქვენი ანგარიშის შესაქმნელად და სამართავად
- შეკითხვებზე, ჯავშნებსა და მომხმარებელთა მომსახურების მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად
- შეკვეთის დადასტურებისა და შესყიდვასთან დაკავშირებული განახლებების გასაგზავნად
- ჩვენი ვებსაიტის, პროდუქტებისა და მომხმარებლისთვის შეთავაზებული გამოცდილების გასაუმჯობესებლად
- Simoneti Winery-ის სიახლეების, შეთავაზებებისა და განახლებების გასაგზავნად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანახმა ხართ მათ მიღებაზე
- კანონით, საგადასახადო და მარეგულირებელი მოთხოვნებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის ალკოჰოლური სასმელების გაყიდვასთან დაკავშირებული ასაკის დადასტურების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად
- თაღლითობის ან ჩვენი ვებსაიტის არასათანადო გამოყენების გამოვლენისა და თავიდან აცილებისთვის
ჩვენ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მესამე პირებზე არ ვყიდით.
4. ქუქი-ფაილები
ვებსაიტების უმეტესობის მსგავსად, ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს – მცირე ზომის ტექსტურ ფაილებს, რომლებიც თქვენს მოწყობილობაზე ინახება. ისინი გვეხმარება ვებსაიტის გამართულად მუშაობასა და იმის გაგებაში, თუ როგორ იყენებენ მას ჩვენი ვიზიტორები. ქუქი-ფაილები გვეხმარება:
- კალათაში დამატებული პროდუქტების ჩვენებაში ვებსაიტის დათვალიერებისას
- დავიმახსოვროთ თქვენი შესვლის მონაცემები და პარამეტრები
- გავიგოთ, რომელი გვერდებია პოპულარული და როგორ გადაადგილდებიან მომხმარებლები ვებსაიტზე
- შევაფასოთ ჩვენი კონტენტის ეფექტიანობა
ვებსაიტზე პირველად სტუმრობისას იხილავთ ქუქი-ფაილების შესახებ შეტყობინებას. ქუქი-ფაილების პარამეტრების მიღება ან შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რომ გარკვეული ქუქი-ფაილების გამორთვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ვებსაიტის ზოგიერთი ფუნქციის მუშაობაზე, მაგალითად, საყიდლების კალათაზე.
5. გადახდის ინფორმაცია
შესყიდვის განხორციელებისას თქვენი გადახდის მონაცემები მუშავდება უსაფრთხო მესამე მხარის გადახდის სერვისის პროვაიდერის მეშვეობით. ჩვენ სრულ საბანკო ბარათის მონაცემებს საკუთარ სერვერებზე არ ვინახავთ. აღნიშნული პროვაიდერი თქვენს გადახდის ინფორმაციას საკუთარი უსაფრთხოების სტანდარტებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად ამუშავებს.
6. თქვენი ინფორმაციის გაზიარება
თქვენს ინფორმაციას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ვუზიარებთ იმ მხარეებს, რომლებიც ჩვენი საქმიანობის განხორციელებაში გვეხმარებიან, მათ შორის:
- გადახდის სერვისის პროვაიდერებს, თქვენი ტრანზაქციების უსაფრთხოდ დასასრულებლად
- მიწოდებისა და კურიერის პარტნიორებს, რათა ღვინო თქვენამდე მოვიდეს
- IT და ჰოსტინგის სერვისის პროვაიდერებს, რომლებიც ვებსაიტის გამართულ მუშაობაში გვეხმარებიან
- სამართლებრივ ან სახელმწიფო ორგანოებს, როდესაც ამას კანონი მოითხოვს ან ჩვენი უფლებების დასაცავად არის საჭირო
ჩვენგან მომსახურების მიმღებ თითოეულ პარტნიორს მოეთხოვება თქვენი მონაცემების პასუხისმგებლობით დამუშავება და მათი გამოყენება მხოლოდ შეთანხმებული მიზნებისთვის.
7. ასაკობრივი შეზღუდვები
Simoneti Winery ყიდის ალკოჰოლურ სასმელებს. ჩვენი ვებსაიტი და პროდუქტები განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებმაც თავიანთი საცხოვრებელი ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ ლეგალურ ასაკს მიაღწიეს. ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ ინფორმაციას იმ პირებისგან, რომლებიც აღნიშნულ ასაკს არ არიან მიღწეული, და შესყიდვის დასრულებამდე შესაძლოა მოგთხოვოთ ასაკის დადასტურება.
8. მონაცემთა შენახვის ვადა
თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვინახავთ მხოლოდ იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც აუცილებელია ამ პოლიტიკაში აღწერილი მიზნების შესასრულებლად – მაგალითად, შეკვეთის დასასრულებლად, თქვენი ანგარიშის შესანარჩუნებლად ან კანონითა და საგადასახადო მოთხოვნებით გათვალისწინებული ჩანაწერების შესანახად. როდესაც ინფორმაცია აღარ არის საჭირო, ვიღებთ გონივრულ ზომებს მის წასაშლელად ან ანონიმიზაციისთვის.
9. თქვენი უფლებები
თქვენი ადგილმდებარეობის მიხედვით, შესაძლოა გქონდეთ უფლება:
- მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ჩვენს ხელთ არსებული პერსონალური მონაცემების შესახებ
- მოითხოვოთ არაზუსტი ინფორმაციის შესწორება
- მოითხოვოთ თქვენი ინფორმაციის წაშლა
- გააპროტესტოთ ან შეზღუდოთ თქვენი მონაცემების გარკვეული გზით გამოყენება
- ნებისმიერ დროს გააუქმოთ თანხმობა მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე
- მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ასლი სტრუქტურირებულ და პორტატულ ფორმატში
აღნიშნული უფლებების განსახორციელებლად დაგვიკავშირდით მისამართზე: info@simonetiwinery.ge. ჩვენ თქვენს მოთხოვნას შეძლებისდაგვარად სწრაფად ვუპასუხებთ.
10. მონაცემთა უსაფრთხოება
ჩვენ ვიყენებთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი პერსონალური ინფორმაციის არაავტორიზებული წვდომისგან, დაკარგვისა და არასათანადო გამოყენებისგან დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ თქვენი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ინტერნეტით მონაცემთა გადაცემის არცერთი მეთოდი არ არის სრულად უსაფრთხო და შესაბამისად, აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას ვერ ვიძლევით.
11. მესამე მხარის ბმულები
ჩვენი ვებსაიტი შესაძლოა შეიცავდეს ბმულებს სხვა ვებსაიტებზე, მათ შორის სოციალური მედიის პლატფორმებზე. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ამ გარე ვებსაიტების კონფიდენციალურობის პრაქტიკაზე და გირჩევთ, მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკას ცალკე გაეცნოთ.
12. ცვლილებები ამ პოლიტიკაში
ჩვენ შესაძლოა პერიოდულად განვაახლოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა ჩვენი პრაქტიკის ცვლილებების ან სამართლებრივი მოთხოვნების გამო. ცვლილების შემთხვევაში, განვაახლებთ ამ გვერდის ზედა ნაწილში მითითებულ „ბოლო განახლების“ თარიღს. გირჩევთ, პერიოდულად გადაამოწმოთ ეს გვერდი.
13. დაგვიკავშირდით
თუ გაქვთ შეკითხვები ან მოთხოვნები ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ან თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით:
Simoneti Winery
ქვემო სიმონეთი, საქართველო
ელფოსტა: info@simonetiwinery.ge
ტელეფონი: +995 599 599 599