წესები და პირობები
სიმონეთის ღვინის მარანი
ბოლო განახლება: 23 სექტემბერი, 2026
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიმონეთის ღვინის მარანში. წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს თქვენს მიერ ჩვენი ვებსაიტის – simonetiwinery.ge – გამოყენებას და მის საშუალებით განხორციელებულ ნებისმიერ შესყიდვას. ჩვენი ვებსაიტის დათვალიერებით ან შეკვეთის განთავსებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მათ ჩვენი სერვისების გამოყენებამდე.
1. ვინ ვართ
სიმონეთი არის საქართველოში, ქვემო სიმონეთში მდებარე ღვინის მარანი, რომელიც კახური და იმერული ჯიშებისგან აწარმოებს როგორც წყნარ(?), ისე ცქრიალა ღვინოებს. ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ:
- ელფოსტა: info@simonetiwinery.ge
- ტელეფონი: +995 599 599 599
- მისამართი: ქვემო სიმონეთი, საქართველო
2. ასაკობრივი მოთხოვნა
ჩვენი ვებსაიტი ყიდის ალკოჰოლურ სასმელებს. ვებსაიტის გამოყენებითა და შეკვეთის განთავსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ ლეგალურ ასაკს მიაღწიეთ. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის მიწოდების დროს, მოგთხოვოთ ასაკის დამადასტურებელი დოკუმენტი და უარი ვთქვათ შეკვეთაზე ან გავაუქმოთ იგი, თუ ასაკის დადასტურება ვერ მოხერხდება.
3. პროდუქტები
მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი ღვინოები ზუსტად აღვწეროთ, მათ შორის ინფორმაცია მოსავლის წლის, ჯიშისა და ფასის შესახებ. თუმცა:
- პროდუქტის ფოტოები საილუსტრაციო ხასიათისაა და შესაძლოა ოდნავ განსხვავდებოდეს რეალური ბოთლის ან ეტიკეტისგან (მაგალითად, მოსავლის წლის ცვლილების გამო)
- ფასები მითითებულია ქართულ ლარში (₾) და შესაძლოა შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე
- კონკრეტული ღვინოებისა და მოსავლის წლების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას, რომ ჩამოთვლილი ყველა პროდუქტი ყოველთვის მარაგში იქნება
- ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, შევასწოროთ ფასებში ან პროდუქტის აღწერილობაში დაშვებული ნებისმიერი შეცდომა, მათ შორის შეკვეთის განთავსების შემდეგაც
4. შეკვეთები და გადახდა
ჩვენი ვებსაიტის საშუალებით შეკვეთის განთავსებისას:
- თქვენ გვთავაზობთ პროდუქტის შეძენას, რომლის მიღება ან უარყოფა ჩვენი მხრიდან შესაძლებელია
- სრული გადახდა საჭიროა შეკვეთის განთავსებისას და ხორციელდება ჩვენი უსაფრთხო, მესამე მხარის გადახდის სერვისის პროვაიდერის მეშვეობით
- საბანკო ბარათის მონაცემებს საკუთარ სერვერებზე არ ვინახავთ
- შეკვეთის დადასტურება არ წარმოადგენს პროდუქტის ხელმისაწვდომობის გარანტიას – თუ თქვენ მიერ შეკვეთილი ღვინო მარაგში აღარ არის, დაგიკავშირდებით და შემოგთავაზებთ ალტერნატივას და ნაწილობრივ ან სრული თანხის დაბრუნებას
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, ჩვენი შეხედულებისამებრ გავაუქმოთ ნებისმიერი შეკვეთა, მათ შორის სავარაუდო თაღლითობის, ფასში დაშვებული შეცდომის ან ასაკის დადასტურების შეუძლებლობის შემთხვევაში.
5. მიწოდება
- ჩვენ ვცდილობთ, შეკვეთები გონივრულ ვადაში გავაგზავნოთ და მოგაწოდოთ, თუმცა მიწოდების ვადები სავარაუდოა და გარანტირებული არ არის
- იმ შემთხვევებში, როდესაც ამას კანონი მოითხოვს, ალკოჰოლური სასმელების შეკვეთის მისაღებად და ხელმოსაწერად ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ლეგალური ასაკის პირი
- მიწოდების საფასური, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ნაჩვენები იქნება შეკვეთის გაფორმებისას, შესყიდვის დასრულებამდე
- ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი კურიერის, საბაჟოს ან ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოებებით გამოწვეულ შეფერხებებზე
6. დაბრუნება და თანხის დაბრუნება
ჩვენი პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე, ღვინის დაბრუნებას, როგორც წესი, არ ვიღებთ მას შემდეგ, რაც პროდუქტი ჩვენს მარნიდან გავა, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
- პროდუქტი დაზიანებული ან დეფექტური ჩამოვიდა
- მიიღეთ არასწორი პროდუქტი
- შეკვეთა ჩვენ მიერ გაუქმდა მის გაგზავნამდე
თუ ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებიდან რომელიმე თქვენ გეხებათ, გთხოვთ, შეკვეთის მიღებიდან გონივრულ ვადაში დაგვიკავშირდეთ მისამართზე info@simonetiwinery.ge, რათა მოვახდინოთ პროდუქტის ჩანაცვლება ან თანხის დაბრუნება.
7. პასუხისმგებლიანი მოხმარება
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მომხმარებელს, ჩვენი ღვინო პასუხისმგებლობით მოიხმაროს. სიმონეთის ღვინის მარანი არ ამართლებს ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას, არასრულწლოვნებზე ალკოჰოლის გაყიდვას ან ჩვენი პროდუქციის ხელახლა გაყიდვას იმ პირებზე, რომლებსაც ლეგალური ასაკისთვის არ მიუღწევიათ.
8. ინტელექტუალური საკუთრება
ამ ვებსაიტზე განთავსებული ყველა მასალა – მათ შორის ტექსტი, ფოტოები, ლოგოები, პროდუქტის აღწერილობები და დიზაინი – წარმოადგენს სიმონეთის ღვინის მარნის ან მისი ლიცენზორების საკუთრებას და დაცულია საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობით. ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია ამ მასალის რეპროდუქცია, გავრცელება ან კომერციული მიზნებისთვის გამოყენება.
9. ვებსაიტის გამოყენება
ჩვენი ვებსაიტის გამოყენებისას თქვენ თანხმდებით, რომ:
- არ გამოიყენებთ მას რაიმე უკანონო მიზნისთვის
- არ შეეცდებით ჩვენს სისტემებსა ან მონაცემებზე არაავტორიზებული წვდომის მოპოვებას
- ხელს არ შეუშლით ვებსაიტის ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის არასწორი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით
- არ მიაწვდით ცრუ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, მათ შორის თქვენს ასაკთან დაკავშირებით
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, შევაჩეროთ ან შევწყვიტოთ ვებსაიტზე წვდომა ნებისმიერი პირისთვის, რომელიც არღვევს წინამდებარე წესებსა და პირობებს.
10. ანგარიშები
თუ ჩვენს ვებსაიტზე ანგარიშს ქმნით, პასუხისმგებელი ხართ თქვენი შესვლის მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვასა და თქვენი ანგარიშის ფარგლებში განხორციელებულ ყველა მოქმედებაზე. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ანგარიშზე არაავტორიზებული წვდომა განხორციელდა, დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ.
11. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
კანონით დაშვებულ მაქსიმალურ ფარგლებში,სიმონეთის ღვინის მარანი არ არის პასუხისმგებელი ჩვენი ვებსაიტის ან პროდუქტების გამოყენებიდან წარმოშობილ რაიმე არაპირდაპირ, შემთხვევით ან შედეგად მიყენებულ ზიანზე. წინამდებარე წესები არ გამორიცხავს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებზე, როდესაც ასეთი პასუხისმგებლობის შეზღუდვა მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია.
12. მესამე მხარის ბმულები
ჩვენი ვებსაიტი შესაძლოა შეიცავდეს ბმულებს მესამე მხარის ვებსაიტებზე, მათ შორის სოციალური მედიის პლატფორმებზე. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მათ შინაარსზე, სიზუსტეზე ან საქმიანობის პრაქტიკაზე.
13. ცვლილებები წინამდებარე წესებში
ჩვენ შესაძლოა პერიოდულად განვაახლოთ წინამდებარე წესები და პირობები ჩვენი საქმიანობის ცვლილებების ან სამართლებრივი მიზეზების გამო. განახლებები გამოქვეყნდება ამ გვერდზე, განახლებული „ბოლო განახლების“ თარიღით. ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ ჩვენი ვებსაიტის გამოყენების გაგრძელება ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით განახლებულ წესებსა და პირობებს.
14. მოქმედი სამართალი
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე წესებიდან და პირობებიდან ან ჩვენი ვებსაიტის გამოყენებიდან, დაექვემდებარება საქართველოს სასამართლოების იურისდიქციას.
15. დაგვიკავშირდით
თუ გაქვთ შეკითხვები წინამდებარე წესებთან და პირობებთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით:
სიმონეთის ღვინის მარანი
ქვემო სიმონეთი, საქართველო
ელფოსტა: info@simonetiwinery.ge
ტელეფონი: +995 599 599 599