კალათა 0
Description
ეს სრულიად განსაკუთრებული ღვინო შექმნილია მეღვინეობის მოწინავე
ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მიდგომით იმერეთში, ქვემო სიმონეთში
მოწეული სახელგანთქმული იმერული ჯიშის- კრახუნას ნარჩევი მტევნებისგან.
დადუღებულია უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში.
ღია ლიმნისფერ სასმელს ამშვენებს ლიმონის, კომშის, ყვითელი ვაშლის,
მსხლის და ანანასის გამოკვეთილ ტონები და ჰარმონიულად შერწყმული
მაღალი მჟავიანობა, მსუბუქი სხეული და გახანგრძლივებული დაბოლოება.
ბრწყინვალედ უხამდება გრილზე შემწვარ კალმახსა და ბერძნულ სალათს.
მისართმევად საუკეთესოა 7-10°С ტემპერატურაზე.
დამატებითი ინფორმაცია
| წონა | 1,2 კგ |
|---|




