კალათა 0
Description
ეს სრულიად განსაკუთრებული ღვინო შექმნილია მეღვინეობის მოწინავე
ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მიდგომით კახეთში, წინანდალში მოწეული
ლეგენდარული ჯიშის – საფერავის ნარჩევი მტევნებისგან. დადუღებულია
უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში კარბონული მაცერაციის ტექნოლოგიით.
ღია იისფერ სასმელს ამშვენებს ჟოლოს, მაყვლის, წითელი მოცხარის, წითელი
ტყემლისა და თეთრი პილპილის გამოკვეთილ ტონები და ჰარმონიულად
შერწყმული მაღალი მჟავიანობა, საშუალო სხეული და გახანგრძლივებული
დაბოლოება.
ბრწყინვალედ უხამდება შემწვარ იხვს და ბოსტნეულის მსუბუქ სალათებს.
მისართმევად საუკეთესოა 12-15°С ტემპერატურაზე.
დამატებითი ინფორმაცია
| წონა | 1,2 კგ |
|---|


