Description
სიმონეთის მარნის ეს გამორჩეული ღვინო მეღვინეობის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომის უნიკალური სინთეზის შედეგია. იგი დამზადებულია საგულდაგულოდ შერჩეული, ცნობილი ქართული თეთრი ვაზის ჯიშის რქაწითლის ყურძნისგან. ღვინო დუღილისა და 12-თვიანი დავარგების პროცესს გადის ფრანგულ მუხის კასრებში. კასრებში 6 თვის განმავლობაში ტარდებოდა ბატონაჟი (ლექის პერიოდული მორევა). ეს ღია ოქროსფერი ღვინო ხასიათდება კარგად დაბალანსებული, ჰარმონიული არომატებისა და გემოების სიმდიდრით, სადაც მკაფიოდ იგრძნობა ლიმონის, ვაშლის, ბისკვიტის, ვანილისა და თხილის ნოტები. ამ თვისებებს ავსებს მატონიზებელი მჟავიანობა, საშუალო სხეული და ხანგრძლივი დაბოლოება.
საუკეთესოა მიირთვათ 13-15°C ტემპერატურაზე.
დამატებითი ინფორმაცია
| წონა | 1,2 კგ |
|---|




